Accessibility links

logo-print logo-print

ოფიციალური სტატისტიკით, წლის განმავლობაში საქართველოში ყველაზე მეტად ზეთი და ცხიმი გაძვირდა


ოფიციალური სტატისტიკით, 2020 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 0.9%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.8% შეადგინა. წლიური მაჩვენებელი ასეთივე იყო ოქტომბერშიც, თვის ინფლაციის დონე კი, 0.8%-ს შეადგენდა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემებით, ამ მაჩვენებელმა 2020 წლის ნოემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.1% შეადგინა(ოქტომბერში 5.4%), ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 4.8%-ით განისაზღვრა(ოქტომბერში 5%).

ნოემბერში ფასები ყველაზე მეტად, 1.8%-ით გაიზარდა სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში:

  • ბოსტნეული და ბაღჩეული (7.6%);
  • რძე, ყველი და კვერცხი (4.7%);
  • ზეთი და ცხიმი (4.1%);
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (1.4%).

წლის განმავლობაში სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები მომატებულია 6%-ით:

  • ზეთი და ცხიმი (23.2%);
  • ყავა, ჩაი და კაკაო (12.2%);
  • თევზეული (9.1%);
  • რძე, ყველი და კვერცხი (8%);
  • პური და პურპროდუქტები (7.1%);
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (7%);
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (4.7%);
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები (3.7%).

წლის განმავლობაში ფასებმა ყველაზე მეტად, 10.2%-ით მომატა ავეჯის, საოჯახო ნივთების და სახლის მოვლის ჯგუფში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG