შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა კაცი, რომელსაც ბრალად ედება 16 წლამდე შვილისა და შვილის მეგობრის მიმართ გარყვნილი ქმედება. დაკავებული, დაახლოებით, 40 წლის კაცია.
"[დაკავებული] სჩადიოდა გარყვნილ ქმედებებს, რომელთა ნაწილის ვიდეოგადაღებასაც ახორციელებდა. აღნიშნული ვიდეოჩანაწერები საქმეში წარმოდგენილია ნივთმტკიცების სახით", - ვკითხულობთ განცხადებაში.
საქმეზე გამოძიება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილ გარყვნილი ქმედების (141-ე მუხლის პირველი ნაწილი) მუხლით მიმდინარეობს. დაკავებულს 5-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
დაწერეთ კომენტარი