Accessibility links

logo-print logo-print

აშშ კრძალავს მსხვილი ჩინელი მწარმოებლის პროდუქტს უიღური მუსლიმების იძულებითი შრომის გამო


კოშკი და მავთულხლართებიანი ღობე კუნშანის სამრეწველო პარკის გარშემო სინიანში, ჩინეთში. 2018 წელი.

აშშ-მა გააძლიერა ეკონომიკური ზეწოლა ჩინეთზე უიღურებისადმი და სხვა მუსლიმი უმცირესობებისადმი მოპყრობის გამო და შეაჩერა ბამბის ნაწარმის იმპორტი ჩინეთიდან. აკრძალვა ეხება ჩინეთის გასამხედროებულ ორგანიზაციას, რომელიც აწარმოებს ბამბის პროდუქტს იძულებითი შრომის გამოყენებით.

აშშ-ის სასაზღვრო დაცვის და საბაჟო კონტროლის სამსახურმა გამოაცხადა, რომ დააკავებს ტვირთვს - ბამბის პრპოდუქტს და ბამბას, რომელიც წარმოებულია სინიანის სამრეწველო-სამშენებლო კორპუსის მიერ. კორპუსი სამხედრო უწყებასთან არის დაკავშირებულ და აწარმოებს ჩინეთის ბამბის 30 პროცენტს, ხოლო მსოფლიოში წარმოებული ამ პროდუქტის - 6 პროცენტს.

ეს არის აშშ-ის ბოლო მოქმედება წარმოების წინააღმდეგ, რომელიც იყენებს იძულებით შრომას ჩინეთის პროვინცია სინიანში.

ივლისში აშშ-ის ფინანსთა უწყებამ შეწყვიტა საფინანსო ოპერაციები საწარმოსთან. ეს უკვე მეექვსე საწარმოა, რომელის მიმართ აშშ ზომებს მიმართავს ჩინეთის ხელისუფლების მოპყრობის გამო უიღურებისა და სხვა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების მიმართ.

„იძულებითი შრომის ბოროტად გამოყენება ჩინეთის სინიანის რეგიონში უნდა აშფოთებდეს აშშ-ის ყველა მეწარმესა და მომხმარებელს“, განაცხადა აშშ-ის სასაზღვრო დაცვის და საბაჟო სამსახურის კომისრის მოვალეობის შემსრულებელმა, მარკ მორგანმა. მისი თქმით, "იძულებითი შრომა ადამიანის უფლებების დარღვევაა, რომელიც ზიანს აყენებს დაუცველ მუშახელს და არასამართლიანი კონკურენცია შემოაქვს მოწოდების მსოფლიო ქსელში“.

ეს ბოლო ზომები უკავშირდება აშშ-ის მთავრობის განზრახვას, გააძლიეროს ზეწოლა ჩინეთზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის ბოლო კვირებში. კონგრესი განიხილავს კანონს, რომელიც მიიჩნევს სინიანში წარმოებულ ყოველგვარ პროდუქტს, სავარაუდოდ, იძულებითი შრომის შედეგად და შესაბამისად, აკრძალავს მის შეტანას აშშ-ში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG