Accessibility links

site logo site logo

დონალდ ტრამპმა უზენაეს სასამართლოს მოუწოდა „გააუქმოს“ პრეზიდენტის არჩევნების „გაყალბებული“ შედეგები


2 დეკემბრის ღამით „ფეისბუკის“ საშუალებით გავრცელდა აშშ-ის პრეზიდენტის ვიდეომიმართვა, რომელშიც ტრამპი კვლავ დაუსაბუთებლად უწოდებს „გაყალბებულს“ 3 ნოემბრის პრეზიდენტის არჩევნებს და მოუწოდებს უზენეს სასამართლოს, „გააკეთოს ის, რაც სწორია ქვეყნისათვის“ და გააუქმოს არჩევნების შედეგები.


მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის არჩევნებში დემოკრატი კანდიდატის, ჯო ბაიდენის გამარჯვების შესახებ გახდა ცნობილი, დონლად ტრამპმა არაერთხელ უწოდა არჩევნებს გაყალბებული, ხოლო მისმა გუნდა წამოიწყო სასამართლო დავები, რომლებიც უშედეგოდ დასრულდა.

სულ ბოლოს აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის პოლიტიკურმა მოკავშირემ, გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა განაცხადა, რომ აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ჯერჯერობით არ აღმოუჩენია იმ მასშტაბის გაყალბება, რომელსაც შესაძლოა, გავლენა ჰქონდეს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე. ამის შესახებ აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა განუცხადა სააგენტო Associated Press-ს.


აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნების წინასწარი შედეგებით, დონალდ ტრამპს საარჩევნო კოლეგიიდან 232 ხმა აქვს, ხოლო ჯო ბაიდენს - 306.

ამერიკელები პრეზიდენტს ირჩევენ შტატების მცხოვრებთა რაოდენობის პროპორციულად დაკომპლექტებული 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგიის მეშვეობით. არჩევნებში გასამარჯვებლად პრეზიდენტობის კანდიდატს სჭირდება სულ მცირე 270 ხმა. კოლეგია საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო, ოფიციალურ შედეგს 14 დეკემბერს გამოაცხადებს. აშშ-ის ახალი, 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG