Accessibility links

logo-print logo-print

ენმ: აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატებზე უარი დამოკიდებულია თბილისში მიმდინარე მოლაპარაკებებზე


აჭარის უმაღლესი საბჭო

ხვალ უსკოს შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების ბოლო დღე აქვს და როგორც ჩემთვის ცნობილია, "ნაციონალური მოძრაობიდან“ არავის მიუმართავს მანდატების დატოვების თაობაზე. ამიტომ დაველოდოთ პროცესების განვითარებას", - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.

თავის მხრივ, ენმ- ს სიის პირველი ნომერი აჭარის უმაღლეს საბჭოში ელგუჯა ბაგრატიონი ამბობს, რომ უმაღლეს საარჩევნო კომისიისთვის, მართალია, ოფიციალურად არ მიუმართავთ მოპოვებულ მანდატებზე უარის თქმის მიზნით, თუმცა ამის გაკეთებას აპირებენ აჭარის უმაღლესი საბჭოში მას შემდეგ, რაც რეგიონის ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭო შეიკრიბება. ულგუჯა ბაგრატიონის თქმითვე, ეს ნაწილობრივ დამოკიდებულია თბილისში ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგებზეც.

2020 წლის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში წინასწარი მონაცემებით "ქართულმა ოცნებამ" ხმათა უმრავლესობით 21 დან 14 მანდატი მოიპოვა,ენმ- მა კი 7. თუმცა ოპოზიცია საქართველოს პარლამენტის მსგავსად მანადატებზე უარის თქმას აჭარის უმაღლეს საბჭოშიც აპირებს და ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს ბათუმში მთავრობის სახლთან უკვე რამდენიმე კვირაა მართავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG