Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთში 3 დეკემბრიდან გაუქმდა კომენდანტის საათი და მუშაობა განაახლეს არასასურსათო მაღაზიებმა, რესტორნებმა და სავაჭრო ცენტრებმა


ჩეხეთში 3 დეკემბრიდან გაუქმდა კომენდანტის საათი და მუშაობა განაახლეს არასასურსათო მაღაზიებმა, სავაჭრო ცენტრებმა, რესტორნებმა და სპორტდარბაზებმა, რომლებიც მთავრობის გადაწყვეტილებით 14 ოქტომბრიდან ან მთლიანად, ან ნაწილობრივ იყვნენ დახურული ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღის შედეგად გამოწვეული რთული ეპიდვითარების გამო.

მიუხედავად მკაცრი საკარანტინო ზომების გაუქმებისა, გარკვეული შეზღუდვები მაინც ძალაში რჩება. კლიენტებს შორის დაცული უნდა იყოს ორმეტრიანი დისტანცია, რესტორნებსა და ე.წ.ფუდ-კორტებში ერთ მაგიდასთან 4 კაცზე მეტის ჯდომა დაუშვებელია, ამასთან ყველა დახურულ სივრცეში სავალდებულოა პირბადის ტარება.

სპორტდაბრაზებში ვარჯიში დასაშვებია მხოლოდ პირბადით, ამასთან საუნები ჯერჯერობით არ გაიღება.

ჩეხეთის მთავრობის ახალი რეგულაციებით, მუზეუმებსა და გალერეებს უფლება ექნებათ, კვლავ მიიღონ დამთვალიერებლები მაქსიმალური რაოდენობის მხოლოდ 25%-ის ფარგლებში.

რაც შეეხება საშობაო ბაზრობებს, სხვადასხვა ადგილებში მათი ორგანიზება ნებადათული იქნება, მაგრამ არა პრაღის ძველ ქალაქში.

ჩეხეთში ეპიდემიის განმავლობაში კორონავირუსით 533 ათასზე მეტი კაცი დაინფიცირდა, 8515 გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG