Accessibility links

logo-print logo-print

ცესკო-ს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა ოპოზიციიდან არჩეულმა სამმა წევრმა


სხდომა, რომელზეც ცესკო განიხილავს საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებას, პროტესტის ნიშნად დატოვეს წევრებმა ოპოზიციიდან - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" არჩეულმა დავით კირთაძემ, „ევროპული საქართველოდან", - დავით გურგენიძემ და „პატრიოტთა ალიანსიდან" - ხათუნა სხირტლაძემ.

გურგენიძემ კედელზე, ცესკო-ს ლოგოსთან გააკრა წარწერა: „არჩევნები გაყალბებულია!" თამარ ჟვანიამ გაიხსენა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც ასე მოიქცნენ კირთაძე და გურგენიძე. „თუმცა იმ არჩევნების შედეგად, რა თქმა უნდა, მუშაობდა პარლამენტი", - აღნიშნა ჟვანიამ

ოპოზიციის წარმომადგენლების გასვლის შემდეგ ცესკო შეუდგა შემაჯამებელი ოქმის საკითხის განხილვას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG