Accessibility links

logo-print logo-print

„მთავარი არხი“ 58 061 ლარით დააჯარიმა კომუნიკაციების კომისიამ


ტელეკომპანია "მთავარი"

კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ 58 061 ლარით დააჯარიმა წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამების განთავსების დროისა და გავრცელების წესის შესახებ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით განთავსების გამო.

როგორც კომისია განმარტავს, „მთავარ არხს“ პოლიტიკური რეკლამების ეთერში განთავსების უფლება მხოლოდ მეორე ტურის დანიშვნის დღის მომდევნო ორშაბათიდან, 16 ნოემბრიდან ჰქონდა. „მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კომუნიკაციების კომისიამ 3 ნოემბერს მაუწყებლებს გაუგზავნა წერილი და არჩევნების მეორე ტურის დროს პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსებასთან დაკავშირებით, კანონმდებლობის მოთხოვნები შეახსენა. შესაბამისად, „მთავარი არხი“ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობდა, თუმცა, 6 და 7 ნოემბერს, გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია"-ს და პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოს“ დაკვეთით ფასიანი პოლიტიკური რეკლამები მაინც განათავსა", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც კომუნიკაციების კომისია აღნიშნავს, იმის გათვალისწინებით, რომ იდენტური დარღვევისთვის კომუნიკაციების კომისიას მაუწყებლის მიმართ თებერვალში უკვე გამოყენებული აქვს ფულადი სანქცია, კანონდარღვევის განმეორებით ჩადენის გამო, „მთავარ არხს“ ჯარიმა წლიური შემოსავლის 1%-ის ოდენობით დაეკისრა.

არ გამოვიდა ჩემზე, დაიწყეს რეპრესიები ტელევიზიაზე.

კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა „მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.

„არ გამოვიდა ჩემზე, დაიწყეს რეპრესიები ტელევიზიაზე. „მთავარი არხი” 58 000 ლარით დააჯარიმა, იმ კლიპების გამო, რომელიც 6-7 ნოემბერს გავიდა - ხმის ქურდები და რამიშვილი-ნაცვლიშვილის დიალოგი.

არგუმენტი - ამ პერიოდში არ გქონდათ პოლიტიკური რეკლამის განთავსების უფლებაო. მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო პერიოდია და გვქონდა გაშვების უფლება

წინასაარჩევნო პერიოდში მოქმედებს „საარჩევნო კოდექსი”. კოდექსში შესაბამისი მუხლი ვერ მოძებნეს და „მაუწყებლობის კანონით” დაგვაჯარიმეს. დაჯარიმებისთვის გამოყენებული მუხლის მიხედვითაც კი შეეძლოთ 5000 ლარით დაჯარიმება, მაგრამ დაგვაჯარიმეს 58.000-ით.

წახვალ და სასამართლოში უჩივლებ თუ რა?", - წერს „ფეისბუკზე" ნიკა გვარამია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG