Accessibility links

logo-print logo-print

მოსკოვში 20 დღით დააპატიმრეს Pussy Riot-ის წევრი „სპეცრაზმელის“ ბოძზე მიბმისთვის


მოსკოვის ტვერის სასამართლომ 20 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა პანკ- ჯგუფ Pussy Riot-ის წევრ, რიტა ფლორესს (მარგარიტა კონოვალოვს) პოლიციის ძალადობის წინააღმდეგ კრემლის წინ მოწყობილი აქციისათვის.
აქცია სახელწოდებით „ფრთხილად, ფაქიზია!“, აქტივისტებმა 28 ნოემბერს გამართეს. რუსულ ეროვნულ კაბებში გამოწყობილმა გოგოებმა პოლიციის სპერრაზემლის ფორმაში მყოფი მხატვარი ფარხად ირაფილ-გელმანი სახელმწიფო მუზეუმის წინ ბოძზე მიაბეს.

ამ ფორმით აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს დემონსტრანტების სასტიკი დევნა 2019 წლის ზაფხულში პოლიციელის მიმართულებით ნასროლი ბოთლისა და ჭიქისათვის.

სასამართლომ რიტა ფლორესს მიტინგის ჩატარების წესის ხელმეორედ დარღვევისათვის 20 დღით პატიმრობა მიუსაჯა.

2 დეკემბერს პოლიციამ დაკავა Pussy Riot-ის მეორე წევრი, მარია ალიოხინა, მას ადმინისტრაციული ოქმი გაუფორმეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG