Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო ფეხბურთში ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებს


ბათუმის სტადიონი
ბათუმის სტადიონი

2023 წელს 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებებს შორის ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება. ასეთი გადაწყვეტილება უეფამ დღეს მიიღო აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის შეხვედრების ნაწილს საქართველოს ოთხი სტადიონი უმასპინძლებს - ბათუმის, ფოთის და თბილისის ორი სტადიონი („დინამოარენა“ და მიხეილ მესხის სახელობის), ევროპირველობის ფინალი კი ბათუმში გაიმართება.

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატში სულ თექვსმეტი ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. ფინალური ეტაპის საგზურები უკვე განაღდებული აქვთ შეჯიბრების მასპინძლებს - საქართველოსა და რუმინეთს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG