Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაატა იმნაძე: ვამბობდი, რომ ვერ დაითვლით-მეთქი [კუბოებს], ვითვლით ახლა?!  


პაატა იმნაძე
პაატა იმნაძე

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილეს პაატა იმნაძეს „ტვ პირველის" ეთერში ჰკითხეს მისი 16 აპრილის განცხადების შესახებ.

„ჩემზე ბევრ რამეს წაიკითხავ თუ მოინდომებ, როცა ვამბობდი, რომ ვერ დაითვლით-მეთქი [კუბოებს], ვითვლით ახლა?! დავითვალოთ რამდენია, 1200-ზე მეტია. ეს არის დასათვლელი ამ პატარა ქვეყნისთვის?! რა იყო საჭირო? ნიღაბი უნდა გვეტარებინა და დისტანცია უნდა დაგვეცვა", - თქვა პაატა იმნაძემ.

16 აპრილს პაატა იმნაძემ მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. „აქ საუბარია არა მხოლოდ ეკონომიკურ დანაკარგებზე, აქ საუბარია ადამიანების სიცოცხლეზე, ნაკლები ადამიანის სიცოცხლის ხარჯზე გავუძვრებით ამ ეპიდემიას, თუ არა მოგველის ის, რაც იყო იტალიაში, ვეღარ დავითვლით საქართველოში კუბოებს, ეს გვინდა?! დავრჩეთ სახლში", - თქვა იმნაძემ.

3 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 4 260 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის, აჭარაში - 525-ს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 2 947-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 45 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 1387-მდე გაიზარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG