Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერევანში მიმდინარეობს დაუმორჩილებლობის აქცია ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით


აქცია ერევანში
აქცია ერევანში

ერევანში მოქალაქეები მართავენ დაუმორჩილებლობის აქციას ქვეყნის პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით.

რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, ჯგუფ-ჯგუფად შეკრებილი დემონსტრანტები აწყობენ მსვლელობებს და რამდენიმე წუთით კეტავენ ქუჩებს. პოლიციის მოწოდების შემდეგ ისინი ათავისუფლებენ ქუჩებს და შემდეგ კვლავ აგრძელებენ მცირე ხნით ქუჩების ბლოკირებას.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პოლიტოკოსს, რომელმაც ხელი მოაწერა 9 ნოემბრის შეთანხმებას, არ აქვს უფლება ეკავოს პრემიერ-მინისტრის პოსტი.


45 დღიანი საბრძოლო მოქმედებების შემდეგ, სომხეთი და აზერბაჯანი რუსეთის შუამავლობით 9 ნოემბერს შეთანხმდნენ ცეცხლის სრულმასტაბიან შეწყვეტასა და მთიან ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო მისიის დაწყებაზე.

ერთობლივი განცხადებით აზერბაიჯანმა შეინარჩუნა ბრძოლებით დაკავებულები ტერიტორიები მთიან ყარაბაღსა და მის გარშემო. გარდა ამისა, სომხეთმა აზერბაიჯანს 1 დეკემბრამდე დაუბრუნა აღდამის, ქელბაჯარისა და ლაჩინის რაიონები, რომლებზეც ბაქოს 1994 წლიდან ჰქონდა დაკარგული კონტოლი.

სომხეთის ოპოზიციური პარტიები ნიკოლ ფაშინიანს ადანაშაულებენ „კაპიტულანტური შეთანხმების“ ხელმოწერაში და 10 ნოემბრიდან მის გადაყენებას მოითხოვენ.


17-მა ოპოზიციურმა პარტიამ ეროვნული თანხმობის მთავრობის შესაძლო პრემიერ-მინისტრად ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ვაზგენ მანუკიანის, კანდიდატურა წამოაყენა.

ფაშინიანმა არაერთხელ განაცხადა, რომ არ აპირებს გადადგომას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG