Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთში კორონავირუსით უკვე დაინფიცირდა 6300-ზე მეტი ადამიანი


რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ სოხუმში გახსნილი საველე ჰოსპიტალი
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ სოხუმში გახსნილი საველე ჰოსპიტალი

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილმა ოპერატიულმა შტაბმა კორონავირუსის 109 ახალი შემთხვევა დაადასტურა.

შტაბის ინფორმაციით, გუდაუთის რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ სოხუმში გახნილ საველე ჰოსპიტალში მძიმე მდგომაროებაშია COVID-19-ით დაავადებული 28 პაციენტი.

აფხაზეთში აპრილიდან აღრიცხული აქვთ კორონავირუსის 6313 შემთხვევა, მათგან 4257 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 84 ადამიანი.

დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთში დაახლოებით 240 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG