Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში კვლავ 2 ათასს მიუახლოვდა ინფიცირების მაჩვენებელი


საქართველოში გამოვლენილი პიკური მაჩვენებლის (5 068) ფონზე კვლავ 2 ათასს მიუახლოვდა გამოვლენილი ინფიცირებულების რაოდენობა თბილისში.

ინფიცირების მაჩვენებელი რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა:

  • თბილისი - 1 959;
  • აჭარაში - 483;
  • იმერეთში - 980;
  • ქვემო ქართლში - 296;
  • შიდა ქართლში - 222;
  • გურიაში - 122;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთში - 408;
  • კახეთში - 335;
  • მცხეთა-მთიანეთში - 130;
  • სამცხე-ჯავახეთში - 114;
  • რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 19.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 24 349. მათ შორის, მძიმე პაციენტია 1 070. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 476 პირი.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 152 704 შემთხვევა.

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 38 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1425-ია.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 2336-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 126 904.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG