Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელოვნური ინტელექტის როლი ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში


ავტორი: ქრისტინა ხუფენია

ხელოვნური ინტელექტი არის კომპიუტერული მეცნიერების დარგი, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს ინტელექტუალური მანქანის, პროგრამის შექმნა, რომელიც შეძლებს ჩაწვდეს ადამიანის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს.

ტერმინი „ხელოვნური ინტელექტი“ სათავეს XIX საუკუნიდან იღებს, აშშ-ში, სტანფორდის უნივერისტეტიდან.

ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში კომპიუტერული ტექნოლოგია განვითარდა უზარმაზარი ნახტომით. უფრო მეტიც, ეჭვგარეშეა, რომ მომავალი გვპირდება ახალ, გრანდიოზულ წარმატებებს სიჩქარისა და მეხსიერების მოცულობის გაზრდაში, ასევე კომპიუტერული ლოგიკის ახალ კონსტრუქციულ გადაწყვეტილებებში. დღევანდელი კომპიუტერი ხვალ ისეთივე ნელი და პრიმიტიული მოგვეჩვენება, როგორც წარსულის მექანიკური კალკულატორები. ამ სწრაფ განვითარებაში არის რაღაც საშიშროებაც. უკვე მანქანებს შეუძლიათ გადაჭრან სხვადასხვა პრობლემები, რომლებიც ადრე ადამიანის ინტელექტის განსაკუთრებული პრეროგატივა იყო, და გადაჭრან ისინი მაღალი სიჩქარითა და სიზუსტით, რაც მრავალჯერ აღემატება ადამიანის შესაძლებლობებს.

სბერბანკის ხელმძღვანელი-გერმანი გრეფი თვლის, რომ დღეს 99 % შემთხვევაში, ხელოვნური ინტელექტი დამოუკიდებლად წყვეტს სესხის დამტკიცებას კონკრეტულ პიროვნებაზე.

მისივე თქმით, ხელოვნური ინტელექტი მოიცავს და სულ უფრო და უფრო დიდ ადგილს იკავებს მის ყოველდღიურობაში. „თუ ადრე კვირაში მინიმუმ ერთ დღეს ვატარებდი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში და ვაფორმებდი ყველანაირ გადაწყვეტილებას, დღეს ფიზიკურ პირებთან დაკავშირებული ოპერაციების შესახებ 99 %-ს ხოლო, იურიდიულ პირებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების 35 %-ს იღებს ხელოვნური ინტელექტი. ”- აღიარა გრეფმა ხელოვნური ინტელექტთან დაკავშირებულ კონფერენციაზე მოგზაურობის ფარგლებში.

უახლესი პროგნოზების მიხედვით, უახლოეს ათეულ წლებში ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ჩატარდება სასკოლო გამოცდები, გამოქვეყნდება სტატიები და დღითიდღე გაიზრდება მისი როლი, ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG