Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაქცინის გამო გაჩენილმა იმედმა პანდემიის „უზარმაზარი და მზარდი“ ზეგავლენა შეარბილა


 გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში

3 დეკემბერს მსოფლიომ უკან მოიტოვა რთული პერიოდი, როცა კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 1,5 მილიონს გადააჭარბა და 65 მილიონი ინფიცირებულია, რადგან გაჩნდა გარკვეული იმედი, რომ მომავალი წლიდან ვაქცინა შეძლებს პანდემიის შეჩერებას.

მსოფლიოში ბოლო კვირაში ყოველდღიურად აღირიცხა სიკვდილის ათი ათასი შემთხვევა და, სავარაუდოდ, რეალური რიცხვი უფრო დიდია, რადგან ბევრი შემთხვევა არ აღინუსხება.

გაეროს გენერალურმა მდივანმა გააფრთხილა მსოფლიო, რომ პანდემიის სოციალურ-ეკონომიკური გავლენა „უზარმაზარია და იზრდება“, მაგრამ ვერ წაშლის იარებს, რომლებიც ბევრი წლის მანძილზე დარჩება.

„პანდემიის დაწყებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ საქმე გაქვს ადამიანურ ტრაგედიასთან და საგანგებო ვითარებასთან საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ჰუმანიტარული დახმარების და განვითარების სფეროებში“, - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა გაეროს საგანგებო გენერალურ ასამბლეაზე, რომელიც ნაწილობრივ ვიდეოშეხვედრის ფორმით იმართება.

იმ დროს, როცა მსოფლიო ვაქცინების მოხმარების დაწყებისთვის ემზადება, გუტერეშმა მოუწოდა მსოფლიოს შეძლებულ სახელმწიფოებს, უზრუნველყონ ვაქცინაზე წვდომა დაუცველი და ღარიბი ადამიანებისთვის.

აშშ-სა და ევროპაში, ასევე ზოგიერთ სხვა ქვეყანაში, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა, რომელიც დასავლეთში განავითარეს, შესაძლებელი იქნება უკვე დეკემბრის ბოლოს, ხოლო 2021 წლის პირველი თვეებიდან ვაქცინა უფრო ფართოდ გავრცელდება. ვაქცინის მიწოდება პირველ ეტაპზე შეზღუდული იქნება, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნებს მოუწევთ პრიორიტეტების შემუშავება რისკის ფაქტორების გათვალისწინებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG