Accessibility links

site logo site logo

გერმანელი დიპლომატი ჰელგა შმიდი ეუთოს გენერალური მდივანი გახდა


.ჰელგა შმიდი, 2019 წლის ივლისიჰ

ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის, ეუთოს, ახალი გენერალური მდივანი გახდა გერმანელი დიპლომატი, ჰელგა შმიდი, რომელიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა 2015 წელს ირანთან მსოფლიოს წამყვან ქვენების ბირთვულ შეთანხების შემუშავებაში. შმიდი პირველი ქალია ამ თანამდებობაზე.

ალბანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელიც ორგანიზაციას ხელმძღვანელობს, ტვიტერით გაავრცელა 4 დეკემბერს ცნობა ამის შესახებ მას მერე, რაც ეუთოს 57 წევრმა კენჭისყრა გამართა.

59 წლის შმიდი ევროკავშირში გენერალური მდივანი იყო გერმანიის მხრიდან. 2016 წლის შემდეგ. 1990-იან წლებში ვაშინგტონში გერმანიის საელჩოს წარმომადგენელი იყო. ვენაში დაფუძნებული ეუთო მნიშვნელოვან როლს თამაშობს ევროპაში, პოსტსაბჭოთა ქვეყნებისა და ყოფილი იუგოსლავიის ჩათვლით, კონფლიქტების მოგვარებაში. მისი ამოცანაა ასევე არჩევნების მეთვალყურეობა და ადამიანის უფლებების, ასევე პრესის თავისუფლებისთვის ხელის შეწყობა.
შმიდი თანამდებობას იბარებს რთულ დროს, როცა კრიზისია ბელარუსსა და უკრაინაში, ასევე არაა მოგვარებულისომხეთთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი.
ეუთოს მისია საქართელოში არ მოქმედებს 2009 წლის დასაწყისიდან. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა, როგორც ეუთოს წევრმა, ვეტო დაადო მას, როცა საქართველოს რეგიონები - დე ფაქტო სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა.
ეუთოს როლი საქართველოს მიმართ მოიცავს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრების მეურვეობისას თანათავმჯდომარეობას.
ეუთოში დამკვიდრებულია კონსენსუსის პრინციპი, რომლის მიხედვით, ნებისმიერ განხილულ საკითხე შეიძლება ვეტო დაადოს 57 წევრი სახელმწიფოდან ერთმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG