Accessibility links

logo-print logo-print

თენგიზ ცერცვაძე კმაყოფილია ჯანდაცვის მინისტრის მუშაობით


ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძე პასუხობს შეკითხვას, კმაყოფილია თუ არა ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის მუშაობით?

„დიახ, კმაყოფილი ვარ. ვიცი კრიტიკული შენიშვნები, ის დაპირისპირებები, მაგრამ მე ისიც ვიცი, რა შეუძლია ჯანდაცვის მინისტრსა და ჯანდაცვის სამინისტროს და რას ვაკეთებდით წინა ჯანდაცვის მინისტრების პირობებში, რომელთა შორის გამორჩეული ადამიანები იყვნენ. მიმაჩნია, რომ მეტის გაკეთება ძნელია.

კმაყოფილი მე თუ მკითხავთ პირადად, ჩვენი პირადი ურთიერთობა კარგი არ იყო, ახლა ნორმალურია. განცხადებით მივმართე, მე ვტოვებდი სამსახურს და მივმართე. ეს ძირითადად დაკავშირებულია იმასთან, რომ ათი წელია შენობა არ გვაქვს და ის იმ მძიმე პირობებთან, რომელშიც გვიწევდა მუშაობა. მოვალეობა და პასუხისმგებლობა გვქონდა ფლაგმანის და პირობები ყველაზე უარესი. შენობის პრობლემა ახლა მან კი არ გადაჭრა, პრემიერმა გადაჭრა. ძალიან მადლიერი ვართ პრემიერის. პრემიერი იყო ძალიან ეფექტური, მინიმუმ პირველი შვიდი თვის განმავლობაში, მან გამოავლინა კრიზის-მენეჯერის საუკეთესო თვისებები“, - თქვა „რუსთავი 2“-ის ეთერში თენგიზ ცერცვაძემ.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 5068 შემთხვევა, რაც ეპიდემიის პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. წინა დღესთან შედარებით 808-ით მეტი ახალი შემთხვევაა.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 152 704 შემთხვევა.

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 38 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1425-ია.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 2336-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 126 904.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG