Accessibility links

logo-print logo-print

ანატოლი ჩუბაისი დაინიშნა რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენლად


რუსეთის ფედარაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა „როსნანოს“ ყოფილი ხელმძღვანელი, ანატოლი ჩუბაისი დანიშნა პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლად საერთაშორისო ურთიერთობებში "მდგრადი განვითარების მიღწევის მიზნით“.

2 დეკემბერს ანატოლი ჩუბაისმა დატოვა სახელმწიფო კორპორაცია „როსნანოს“ ხელმძღვანელის თანამდებობა, რომელიც მას წლების განმავლობაში ეკავა.

რუსეთის ვიცე-პრემიერის, დმიტრი ჩერნიშენკოს დირექტივა კოროპრაციის დირექტორთა საბჭოს ავალებდა, რომ მოემზადებინა გადაწყვეტილების პროექტი ჩუბაისის უფლებამოსილების შეწყვეტისა და მის ნაცვლად, „როსნანოს“ ხელმძღვანელად ხუთი წლის ვადით, სერგეი კულიკოვის არჩევის შესახებ.

მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ვიდეოკონფერენციის დროს სამხედრო-სამრეწველო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, სერგეი კულიკოვს, შესთავაზა „არ მხოლოდ რუსეთის, არამედ მთელი მსოფლიო ეკონომიკისათვის საკვანძო მიმართულების“ გაძღოლა.

ანატოლი ჩუბაისი ცნობილია, როგორ რუსეთში 1990-იან წლებში ჩატარებული ეკონომიკური რეფორმების ერთ-ერთი იდეოლოგი და ხელმძღვანელი, 2000-იანი წლების ელექტროენერგიული სისტემის რეფორმის ერთ-ერთი ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG