„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 18 095 ტესტი, სწორედ ამის შედეგად, გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 5 450 ახალი დადასტურებული შემთხვევა. 18 095 ტესტიდან 7 716 იყო ანტიგენზე და 10 379 კი - PCR“, - ამის შესახებ განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, რომლის თქმითაც, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 5 450 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 158 154-ს.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 306 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 129 210-მდე.
უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გარდაიცვალა 37 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 462 გარდაცვალების შემთხვევა.
გამოვლენილი ინფიცირების 5450 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასეა განაწილებული:
- თბილისში გამოვლენილია 2 053 შემთხვევა,
- აჭარაში - 453,
- იმერეთში - 931,
- ქვემო ქართლში - 339,
- შიდა ქართლში - 528,
- გურიაში - 84,
- სამეგრელო - ზემო სვანეთში - 434,
- კახეთში - 386,
- მცხეთა-მთიანეთში - 104,
- სამცხე-ჯავახეთში - 105,
- რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 33.
ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 27 456. მათ შორის, 6 768 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში: თბილისის საავადმყოფოებში - 2 981, აჭარაში - 1 009, იმერეთში - 1 252.
მძიმე პაციენტია 1 116 პირი, მათ შორის, თბილისში - 521, აჭარაში - 154, იმერეთში - 261. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 395 პირი, მათგან თბილისში - 204, აჭარაში - 38, იმერეთში - 55.
4 067 ადამიანი მოთავსებულია კოვიდსასტუმროში, მათ შორის 1 318 - თბილისში, 2 004 - აჭარაში, 424 - იმერეთში.
16 621 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 1 325 ადამიანი, მათ შორის, თბილისში -367, აჭარაში - 263, ხოლო იმერეთში - 28.
თვითიზოლაციაში იმყოფება 52 850 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 19 932 პირი, აჭარაში - 12 102, იმერეთში - 5 206, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
დაწერეთ კომენტარი