Accessibility links

logo-print logo-print

აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევათა ახალი რეკორდია, WHO გვაფრთხილებს, რომ არ მივეცეთ თვითდამშვიდებას ვაქცინის გამო


აშშ-ში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობის კიდევ ერთი რეკორდი დამყარდა. როგორც ამ ქვეყნის ჯანდაცვის მთავარმა ექსპერტმა თქვა, აშშ-ს ჯერ არ მიუღწევია უმაღლესი მწვერვალისთვის მას მერე, რაც მილიონობით ადამიანმა იმოგზაურა და ერთმანეთს შეხვდა მადლიერების დღის აღსანიშნავად.

ბოლო 24 საათში, იტყობინება ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი, 225 ათასი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა აშშ-ში. იმავე 24 საათში კოვიდმა იმსხვერპლა 2 506 ადამიანი. აშშ-ში ინფექციური დაავადებების ექსპერტ ენტონი ფაუჩის თქმით, ეს მონაცემები მეტყველებს იმაზე, ქვეყანა იმის გათვალისწინებითაც „ძალიან რთულ ვითარებაშია“, რომ მომავალ კვირაში კორონავირუსის ვაქცინა დამტკიცდება.

2 დეკემბერს გაერთიანებულმა სამეფომ გამოაცხადა, რომ მარეგულირებელმა ორგანოებმა დაამტკიცეს Pfizer-ის და BioNTech-ის მიერ შემუშავებული ვაქცინა, ხოლო ბაჰრეინი მეორე ქვეყანაა, რომელმაც 4 დეკემბერს ვაქცინა ასევე დაამტკიცა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვაფრთხილებს, რომ არ უნდა მივეცეთ თვითდამშვიდებას. WHO-ს საგანგებო ვითარებათა სფეროს დირექტორმა, მაიკლ რაიანმა განაცხადა პრესკონფერენციაზე, რომ ვაქცინები არ ნიშნავს, რომ კოვიდი გაქრება.

კოვიდმა დღემდე, დაახლოებით ერთი წლის წინ ჩინეთში გაჩენის შემდეგ, მსოფლიოში მილიონ-ნახევრამდე ადამიანი იმსხვერპლა. ინფიცირებულთა რიცხვი 65 ათასს გასცდა 4 დეკემბერს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG