Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამოქალაქო აქტივისტები დააკავეს პარლამენტის შენობასთან


დაპირისპირება სამართალდამცავებსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობასთან აღმართულ რკინის ჯებირზე საბჭოთა სიმბოლიკის დახატვის უფლება არ მისცა, - ამის შესახებ სააგენტო ინტერპრესნიუსი იტყობინება.

„გუშინ წაიშალა რკინის კედელზე წარწერა „ბიძინას მონებო“. შესაბამისად, დღეს სამოქალაქო აქტივისტები ცდილობდნენ ამ წარწერის განახლებას და საბჭოთა სიმბოლიკის დაწერას, რითაც ვადასტურებთ, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის რუსული მმართველობა. პოლიცია ამაზე გაღიზიანდა. დაკავებულია ნიკოლოზ ნარსია და რუსკა მჭედლიძე“, - განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა ნათათო გიორგაძემ.

პარლამენტის შენობასთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG