Accessibility links

logo-print logo-print

მოსკოვში კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივი აცრა დაიწყეს


რუსეთის დედაქალაქში დაიწყეს კორონავირუსის საწინააღმდეგო უფასო აცრა. ვაქცინაციის პირველი წერტები გაიხსნა ქალაქის პოლიკლინიკებში და ისინი ყოველდღიურად იმუშავებს. პირველ რიგში „სპუტნიკ V“-ით აცრას უკეთებენ განათლების სფეროს, სოციალური დაცვის და ჯანდაცვის მუშაკები 18-დან 60 წლამდე, ვისაც არ აქვს ქრონიკული დაავადება, არ არის ორსულად და არ აჭმევს ჩვილს. როგორც მერია აცხადებს, თავიდან, აცრის გაკეთების სურვილით რეგისტრირებულ პირთა რიცხვმა პირველ ხუთ საათში ხუთი ასასს მიაღწია.

რუსეთში ბოლო 24 საათში კოვიდით ინფიცირების 28782 ახალი შემთხვევა აღირიცხა, რაც პანდემიის დაწყებიდან უდიდესი რიცხვია. ბოლო დღე-ღამეში დაღუპულთა რიცხვი გასცდა 500-ს. სულ რუსეთში კორონავირუსმა იმსხვერპლა 42,5 ათასი პირი.

ბევრი სპეციალისტი ეჭვქვეშ აყენებს კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა შესახებ მონაცემებს: ჯერ ერთი, თვითონ ხელისუფლება აღიარებს, რომ ისინი მოიცავს მხოლოდ იმ შემთხვევებს, როცა კორონავირუსი სიკვდილის მთავარი მიზეზი იყო. და მეორე: ეგრეთ წოდებული, ჭარბი სიკვდილიანობა წელს წარსულთან შედარებით რუსეთის რეგიონების უმრავლესობაში არსებითად მაღალია, ვიდრე კორონავირუსით დაღუპულთა ოფიციალური რაოდენობა.

რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“ 11 აგვიტოს გატარდა რეგისტრაციაში. ის პირველი ახალი ტიპის ვაქცინაა მსოფლიოში, რომელმაც რეგისტრაცია გაიარა. რეგისტრაციის პერიოდში რუსულმა ვაქცინამ კლინიკური გამოცდის მხოლოდ ორი ფაზა გაიარა, ანუ რამდენიმე ათეულ ადამიანზე გამოცადეს. შემდგომ, მესამე ფაზის გავლისას გამოცხადდა, რომ ვაქცინის ეფექტიანობა 95 პროცენტს გასცდა. ამ პრეპარატის დამოუკიდებელი შეფასება არ გაკეთებულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG