Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

COVID-19: წესების დარღვევისთვის საქართველოში 1049 პირი დაჯარიმდა


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცით, COVID-19-თან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევის გამო ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით 1049 პირი დააჯარიმეს.

  • 67 ფიზიკური პირი დაჯარიმდა ღამის 9 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესის დარღვევისთვის.
  • 982 ფიზიკური პირი დაჯარიმდა პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან
დაწესებული შეზღუდვები, „წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები“.

პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და გათვალისწინებულია ჯარიმა 20 ლარის ოდენობით.

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ჯარიმა ფიზიკური პირისთვის 2 000 ლარს, ხოლო იურიდიული პირისთვის – 10 000 ლარს შეადგენს.
განმეორების შემთხვევაში დარღვევა უკვე სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG