Accessibility links

logo-print logo-print

ტრამპმა სენატორების მხარდაჭერის შეხვედრაზე დაუსაბუთებელი მოთხოვნები წამოაყენა 3 ნოემბრის არჩევნების თაობაზე


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ გაავრცელა დაუსაბუთებელი მოთხოვნები გასული თვის საპრეზიდენტო არჩევნების თაობაზე. ტრამპი ჯორჯიის შტატში გამოვიდა რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი სენატორების მხარდასაჭერად გამართულ შეხვედრაზე. ამ შტატში უნდა გაიმართოს სენატის ორი ადგილისთვის მეორე ტური, რაც განსაზღვრავს რომელ პარტიას ექნება უმრავლესობა სენატში.

დონალდ ტრამპი, რომელსაც არ უღიარებია, რომ დამარცხდა არჩევნებში ჯო ბაიდენთან, კვირების განმავლობაში ეჭვქვეშ აყენებს 3 ნოემბრის კენჭისყრის სამართლიანობას და 5 დეკემბრის შეხვედრაც გამოიყენა გაემეორებინა თავისი უსაფუძვლო ბრალდებები. მან ათასობით პირს, რომლებიც ჯორჯიაში, ვალდოსტაში შეიკრიბნენ, განუცხადა, რომ „არჩევნები გაყალბებული იყო“,

ტრამპი კვლავ ლაპარაკობს ბრალდებებზე გაყალბების და მცდარი ქმედებების გარშემო, თუმცა სასამართლოებმა და საარჩევნო უწყებების წარმომადგენლებმა ისეთ შტატებში, სადაც დაპირისპირება ტრამპსა და ბაიდენს შორის განსაკუთრებით მწვავე იყო, დასკვნა უკვე გააკეთეს.

ტრამპის შტაბის მიერ შეტანილი ბოლო სარჩელი ეხებოდა ჯორჯიის შტატში არჩევნების შედეგების გაუქმებას, თუმცა განმეორებით დათვლა მოხდა და არსებითი უზუსტობა არ იქნა გამოვლენილი. განმეორებით დათვლის თანახმად, ბაიდენმა ჯორჯის შტატში 12670 ხმით მეტი მოაგროვა და შტატმა შედეგები დაამტკიცა.

არჩევნების შესახებ ტრამპის დაუსაბუთებელმა მტკიცებულებებმა დაჩრდილა ჯორჯიაში შეხვედრის მიზანი, მხარი დაეჭირათ სენატორების, კელი ლიოფლერისა და დევიდ პერდიუსთვის, რომლებიც ცდილობენ სენატში ადგილი შეინარჩუნონ, რათა ის რესპუბლიკელების კონტროლის ქვეშ დარჩეს. მეორე ტური ჯორჯიაში 5 იანვრისთვისაა დაგეგმილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG