Accessibility links

logo-print logo-print

საპროტესტო გამოსვლების ფონზე მთელ ბელარუსში ასეულობით დემონსტრანტი დააკავეს


საპროტესტო გამოსვლა მინსკში, 2020 წლის 6 დეკემბერი.

ბელარუსის უშიშროების ძალებმა მთელ ქვეყანაში დაიწყეს ხალხის დაკავება, 6 დეკემბერს, რის ფონზეც გრძელდებოდა დემონსტრაციები, რომელთა მონაწილეები მოითხოვენ ქვეყნის ავტორიტარი მმართველის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას გადადგომას თითქმის ოთხი თვეა.

სააგენტო ვიასნას ცნობით, პოლიციამ მინსკსა და სხვა ქალაქებში 200-ზე მეტი პირი დააკავა.

დემონსტრანტები მინსკსა და სხვა ქალაქებში შეიკრიბნენ 6 დეკემბერსაც. საპროტესტო გამოსვლები ყოფილ საბჭოთა ქვეყანაში იმართება აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. კენჟისყრა, რომელშიც ოფიციალური შედეგებით გაიმარჯვა ლუკაშენკამ, ოპოზიციის მიერ შეფასდა გაყალბებულად.

უკვე მესამე კვირაა, რაც ბელარუსი დემონსტრანტები გამოსვლებს მართავენ რუბრიკით - „მეზობლების მსვლელობა“. ოპოზიცია ფიქრობს, რომ ამგვარი დეცენტრალიზაციით პოლიციას გაუჭირდება აქტივისტების შეკრება და დაკავება.

დემონსტრანტები ლუკაშენკას გადადგომასთან ერთად მოითხოვენ ახალ არჩევნებს და პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლებას.

დასავლეთის ქვეყნები არ აღიარებენ აგვისტოს კენჭისყრის შედეგს და სანქციები დაუწესეს ბელარუსის მმართველებს.

ბელარუსის ხელისუფლებამ გააძლიერა საპროტესტო მოძრაობის ჩახშობა. 6 დეკემბერს იტყობინებოდნენ დაკავებების შესახებ მინსკის სხვადასხვა უბანში, ასევე ქალაქებში, ბრესტსა და ჰროდნაში.

79 წლის ქალი იყო დაკავებულებს შორის მინსკში, სადაც პოლიციამ ცოტა ხნით დახურა რამდენიმე მეტროს სადგური და გადაკეტა მისასვლელები სულ მცირე ორ მოედანთან.

პოლიციამ დააკავა BelaPAN-ის ორი ჟურნალისტი, რომლებიც აშუქებდნენ დემონსტრაციას ჰროდნაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG