Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპის პირად ადვოკატს, რუდი ჯულიანის კორონავირუსი აქვს


რუდი ჯულიანი
რუდი ჯულიანი

კოვიდ-ინფექცია დაუდასტურდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირად ადვოკატს, ნიუ-იორკის ყოფილ მერს, 76 წლის რუდი ჯულიანის.

კორონავირუსით ჯულიანის ინფიცირების შესახებ ტვიტერზე დაწერა პრეზიდენტმა ტრამპმა. ის რუდი ჯულიანის უწოდებს"ნიუ-იორკის ისტორიაში უდიდეს მერს", რომელიც „დაუღალავად მუშაობდა აშშ-ის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული არჩევნების“ გამოაშკარავებისთვის. „სწრაფად გამოჯანმრთელდი რუდი, ჩვენ გავაგრძელებთ“, - წერს დონალდ ტრამპი.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს, ამის დამტკიცებას ჯერჯერობით უშედეგოდ ცდილობს სასამართლო დავებით და სხვა იურიდიული მექანიზმების გამოყენებით. ამ პროცესში რუდი ჯულიანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნების წინასწარი შედეგებით, რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს საარჩევნო კოლეგიიდან აქვს 232 ხმა, ხოლო დემოკრატ ჯო ბაიდენს - 306.

ამერიკელები პრეზიდენტს ირჩევენ შტატების მცხოვრებთა რაოდენობის პროპორციულად დაკომპლექტებული 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგიის მეშვეობით. არჩევნებში გასამარჯვებლად პრეზიდენტობის კანდიდატს სჭირდება სულ მცირე 270 ხმა. კოლეგია საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო, ოფიციალურ შედეგს დეკემბრის შუა რიცხვებში გამოაცხადებს. აშშ-ის ახალი, 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG