Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსის 2501 ახალი შემთხვევაა


გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 36 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1540-მდე გაიზარდა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, გასულ 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 2501 შემთხვევა. ეს წინა დღესთან შედარებით 1820-ით ნაკლებია.

ახალი შემთხვევების შემცირებას სავარაუდოდ, განაპირობებს უქმე დღეს - კვირას, შედარებით ნაკლები, 9442 PCR და სწრაფი ტესტის ჩატარება. გასული კვირის ბოლოს, 17 ათასამდე ადამიანის ტესტირებამ 5 ათასზე მეტი შემთხვევა გამოავლინა.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 164 976 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 3988-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 137 499.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG