Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკატერინე ტიკარაძე თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილისადმი ნდობის დაკარგვა ქვეყნის რეგრესს გამოიწვევს


ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე თვლის, რომ მოსახლეობაში ბიძინა ივანიშვილისადმი ნდობის დაკარგვა პირდაპირპროპორციულად მიმართული იქნება ქვეყნის რეგრესსა და უკუსვლაზე. მან ამის შესახებ ისაუბრა მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს წევრების მიერ გამართულ ბრიფინგზე, სადაც ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს ბიძინა ივანიშვილის შვილის რუსულ პასპორტთან დაკავშირებით. ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ მედიაში გასული ამ ტიპის ინფორმაციები ივანიშვილის ოჯახზე ნეგატივის წარმოქმნას ემსახურება, რათა მოსახლეობას მისდამი ნდობა დაეკარგოს, თავად ინფორმაციას "ქართული ოცნების" ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის უფროსი შვილის, უტა ივანიშვილის რუსული პასპორტის შესახებ კი, ფეიქნიუსი უწოდა.

"ბოლო დღეების განმავლობაში იმდენი ფეიქნიუსი იქნა გასული ჩვენი ტელეკომპანიების საშუალებით, ჩემთვის ესეც არის შექმნილი სიუჟეტი, რომელიც ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ოჯახზე კიდევ დამატებით ნეგატივის წარმოქმნას იმისათვის, რომ მოსახლეობას დაეკარგოს მისდამი ნდობა, გამოიწვიოს მოსახლეობის აგრესია, რაც, შესაბამისად, პირდაპირპროპორციულად მიმართულია ჩვენი ქვეყნის რეგრესზე და უკანსვლაზე. ჩვენ ვართ მომხრე საქართველოს ევროპული განვითარების, დემოკრატიული განვითარების და ვგმობთ მსგავს ფეიქნიუსებს, ვინაიდან მსგავს ხერხს ჩვენ ოპონენტების მიმართ არ ვიყენებთ", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ 7 დეკემბერს.

5 დეკემბერს TV პირველმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უტა ივანიშვილს რუსეთის მოქალაქეობა აქვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG