Accessibility links

site logo site logo

10 წლის გოგოსთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით ახალგაზრდა კაცი დააკავეს


გარყვნილი ქმედების ბრალდებით პოლიციამ ახალგაზრდა კაცი დააკავა. შემთხვევა სიღნაღის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. გამოძიება დაკავებულს 10 წლის მეზობელ გოგოსთან გარყვნილ ქმედებას ედავება. მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს დაზარალებულის დედამ შეატყობინა.

დაკავებული ახლა სიღნაღის წინასწარი მოთავსების იზოლატორშია მოთავსებული. მას ბრალს, სავარაუდოდ, დღეს, 7 დეკემბერს, წარუდგენენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სავარაუდო ბრალდებულს 5-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG