Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძე უტა ივანიშვილის რუსულ პასპორტში პრობლემას ვერ ხედავს


კახა კალაძე
კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე უტა ივანიშვილის რუსულ პასპორტში ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს. "უტა ივანიშვილის მიერ რუსული პასპორტის ქონა დანაშაულია?" - კითხულობს იგი ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად. მედიის წარმომადგენლებმა მას ჰკითხეს, რა კითხვებს აჩენს უტა ივანიშვილის რუსული პასპორტი.

„რა კითხვის ნიშნებს აჩენს, როცა წლების განმავლობაში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი გყავდათ რუსი და ხმა არ ამოგიღიათ; უტა ივანიშვილს რომ რუსული პასპორტი აქვს, ეს არის ქვეყანაში ყველაზე დიდი პრობლემა? ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ ამაში, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი გვყავდა რუსი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

5 დეკემბერს TV პირველმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უტა ივანიშვილს რუსეთის მოქალაქეობა აქვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG