Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრანსგენდერები მთავრობას: არ გაგვწიროთ შიმშილის, სიცივის და სიკვდილისთვის


ტრანსგენდერმა აქტივისტებმა  გიორგი გახარიას სახელზე მთავრობის ადმინისტრაციაში ერთობლივი განცხადება შეიტანეს.
ტრანსგენდერმა აქტივისტებმა  გიორგი გახარიას სახელზე მთავრობის ადმინისტრაციაში ერთობლივი განცხადება შეიტანეს.

ტრანსგენდერი აქტივისტები მთავრობას პანდემიის რთულ პერიოდში დახმარებას სთხოვენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას სახელზე მთავრობის ადმინისტრაციაში მათ ერთობლივი განცხადება შეიტანეს. მასში, კერძოდ, აღნიშნულია, რომ ტრანსგენდერებს ცხოვრება უკიდურეს გაჭირვებაში, საბაზისო საჭიროებების გარეშე უწევთ:

"შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით. ვინაიდან გვიწევს უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრება, საბაზისო საჭიროებების გარეშე, როგორიც არის საცხოვრებელი, საკვები, მედიკამენტები, გთხოვთ, ჩვენი გასაჭირი და პრობლემები მიიტანოთ გულთან და ამ პანდემიის პირობებში, ვიდრე არსებული აკრძალვები არ დასრულდება, მოგვაქციოთ ყურადღება.

რადგან ვართ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი, არ შეგვხებია არც ერთი ანტიკრიზისული გეგმა. ამავდროულად, ტრანსგენდერი ადამიანების 90% ვიყავით სექს სამუშაოზე თვითდასაქმებულები და შეძლებისდაგვარად გაგვქონდა თავი. არსებული მდგომარეობის გამო აღარ გვაქვს ამის შესაძლებლობა.

ამიტომ გთხოვთ, მოგვაქციეთ ყურადღება. გთხოვთ, არ გაგვწიროთ შიმშილის, სიცივის და სიკვდილისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც დაწერილია 100 ტრანსგენდერის სახელით.

საკოორდინაციო საბჭოს მიერ კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები ძალაში 28 ნოემბრიდან შევიდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG