Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთში 90-ს გადააჭარბა COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა


რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილმა ოპერატიულმა შტაბმა კორონავირუსის 108 ახალი შემთხვევა დაადასტურა. COVID-19-ით გარდაიცვალა კიდევ 4 პაციენტი - 3 გუდაუთის რესპუბლიკურ საავადმყოფოში და 1 რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ სოხუმში გახნილ მობილურ ჰოსპიტალში.

აფხაზეთში აპრილიდან აღრიცხული აქვთ კორონავირუსის 6619 შემთხვევა, მათგან 4845 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 91 ადამიანი.

დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთში დაახლოებით 240 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG