Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკრებულოს წევრი სპეცოპერაციას უწოდებს კარანტინის დარღვევისთვის მის დაჯარიმებას


სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ მამუკა ბიბილეიშვილი „სენსაციურ მოვლენად“ და „პოლიციის უფროსის მიერ მოწყობილ სპეცოპერაციად“ აფასებს თვითიზოლაციის და კარანტინის წესების დარღვევისთვის მის დაჯარიმებას.

ბიბილეიშვილმა ფეისბუკზე დაწერა, რომ 13 დღის განმავლობაში იმყოფებოდა თვითიზოლაციაში, კოვიდზე მკურნალობდა, სიმპტომები აღარ აქვს და ავტომანქანით მიდიოდა სამედიცინო გამოკვლევისთვის, სამტრედიის პოლიიციის უფროსმა კი „ტელეფონზე მოსმენით“ სპეცოპერაცია მოუწყო, სახლიდან 4 კილომეტრში გააჩერეს და 2000 ლარით დააჯარიმეს.

შსს-ს მიერ 7 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაციით, სამტრედიის პოლიციის თანამშრომლებმა იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს საკრებულოს წევრი მ.ბ, რომელსაც კორონავირუსი 29 ნოემბერს ჩატარებული ტესტირებით დაუდგინდა და თვითიზოლაციის რეკომენდაცია მიეცა, თუმცა, მან „დაარღვია დადგენილი წესები, თვითნებურად დატოვა თვითიზოლაციის ადგილი და საკუთარი ავტომანქანით, სამტრედიიდან ქუთაისის მიმართულებით გაემგზავრა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG