Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის მშვიდობიან მოსახლეობაში გაიზარდა საავიაციო იერიშების შედეგად დაღუპულთა რიცხვი


აშშ-ის F-16 -ი ტიპის მოერიშე თვითმფრინავი
აშშ-ის F-16 -ი ტიპის მოერიშე თვითმფრინავი


2016-დან 2019 წლამდე თითქმის გასამმაგდა საავიაციო იერიშების შედეგად დაღუპულ მშვიდობიან მოქალაქეთა რაოდენობა, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის ორი უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ გამოკვლევაში.

ბრაუნისა და ბოსტონის უნივერსიტეტების გამოკვლევაში, სახელწოდებით „ომის ფასი“, ნათქვამია, რომ თუ 2016 წელს საავიაციო იერიშმა იმსხვერპლა 250 სამოქალაქო პირი, 2019 წელს დაღუპულთა რიცხმა 700-ს მიაღწია, რაც 2001 წლის შემდეგ მსგავსი ინციდენტის შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობის ყველაზე დიდი დანაკარგია.


7 დეკემბერს გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, ამის მიზეზად სახელდება ამერიკული სარდლობის მიერ 2017 წელს მიღებული გადაწყვეტილება, რაც სამხედრო ავიაციას შესაძლებლობას აძლევს, განახორციელოს იერიში მოწინააღმდეგესთან პირდაპირი კონტაქტის გარეშეც.

ამერიკელ მკვლევრებს სურდათ, დაედგინათ, თუ რატომ გაიზარდა მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში, როდესაც ომი ავღანეთში, თითქოსდა, დასასრულს უახლოვდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG