Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯო ბაიდენი გენერალ ლოიდ ოსტინს განიხილავს მომავალ თავდაცვის მინისტრად


გენერალი ლოიდ ოსტინი
გენერალი ლოიდ ოსტინი

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, ინაუგურაციის შემდეგ თადარიგში მყოფ ოთხვარსკვლავიან გენერალს, ლოიდ ოსტინს ჩააბარებს პენტაგონის ხელმძღვანელობას.

თუ ამერიკული მედიის მიერ გავრცელებული ეს ცნობა დადასტურდა, მაშინ ოსტინი გახდება აშშ-ის პირველი აფრიკელ-ამერიკელი თავდაცვის მინისტრი.


67 წლის გენერალი ლოიდ ოსტინი, აშშ-ის პრესტიჟული ვესტ პოინტის აკადემიის კურსდამთავრებული, სამხედრო სამსახურში 41 წლის განმავლობაში იმყოფებოდა. სხვადასხვა დროს იყო აშშ-ის არმიის შტაბის უფროსის მოადგილე და ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელი.


არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 2021 წლის 20 იანვარს გაიმართება.

პრეზიდენტის მიერ თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარდგენილ კანდიდატს აშშ-ის სენატი ამტკიცებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG