Accessibility links

logo-print logo-print

გიორგი კვესელაძის ლელო „შემოდგომის ერთა თასის“ საუკეთესო ლელოდ დასახელდა


ბორჯღალოსნებმა „შემოდგომის ერთა თასზე“ ოთხი თამაში ჩაატარეს.

ორიოდ დღის წინ დასრულებული „შემოდგომის ერთა თასის“ ოფიციალურმა ვებსაიტმა შეჯიბრების საუკეთესო ლელოს გამოსავლენად გამოკითხვა ჩაატარა და მასში გამარჯვება გიორგი კვესელაძის ლელომ მოიპოვა.

საქართველოს სარაგბო ნაკრების წევრის მიერ, ჯგუფურ ეტაპზე ირლანდიასთან გატანილმა ლელომ საერთო ხმების 64,4 პროცენტი დააგროვა და დიდი უპირატესობით გაუსწრო უშუალო კონკურენტებს: ინგლისელ ჯონ მეის (22,1), იტალიელ მატეო მინოძისა (6,9) და ფიჯელ მესულამე კუნავულას (6,6).

ბორჯღალოსნებმა „შემოდგომის ერთა თასზე“ ოთხი თამაში ჩაატარეს. ჯგუფში წააგეს ინგლისთან (0:40), უელსთან (0:18) და ირლანდიასთან (10:23). შემდეგ კი ფიჯისთან (24:38) და ბოლო - მერვე ადგილი დაიკავეს. გიორგი კვესელაძის ლელო საბოლოო გამარჯვებამდე, ტურის საუკეთესო ლელოდაც დასახელდა და ქართველი მორაგბე ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG