Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის პროკურატურა სამუდამო პატიმრობას ითხოვს Charlie Hebdo-ზე თავდასხმასთან კავშირში ეჭვმიტანილებისთვის


8 დეკემბერს გამართულ სასამართლოს სხდომაზე საფრანგეთის პროკურატურამ ხუთი წლიდან სამუდამო პატიმრობამდე სასჯელი მოითხოვა 14 პირისთვის, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან 2015 წლის იანვარში სატირული ჟურნალის თანამშრომლებისა და ებრაულ სუპერმარკეტში მძევლების მკლელებთან კავშირში. ამ ტერაქტების შემდეგ საფრანგეთში არაერთი მსგავსი დანაშაული იქნა ჩადენილი.

პროცესზე განაჩენის გამოცხადებას მოელიან მომავალ კვირაში.

16 ადამიანი იქნა მოკლული მძევლების აყვანისას და ყოველკვირეულ Charlie Hebdo-ზე თავდასხმის დროს. სატირულმა ჟურნალმა გამოაქვეყნა წინასწარმეტყველ მოჰამედის კარიკატურა, რამაც განარისხა მაჰმადიანები მთელ მსოფლიოში. სამივე თავდამსხმელი პოლიციამ მოკლა სროლის დროს. დაიღუპა ერთი პოლიციელიც.

14 ეჭვმიტანილი, რომლებიც სასამართლოს წინაშე წარდგნენ სექტემბერში, ბრალდებული არიან Charlie Hebdo-ზე თავდასხმის და მძევლების აყვანის მონაწილეებისთვის მატერიალურ-ტექნიკური დახმარების გაწევაში. არაერთი მათგანი აღიარებს, რომ მონაწილეობა მიიღეს თავდამსხმელებისთვის იარაღის, ავტომანქანების და სხვა აღჭურვილობის შეძენაში, მაგრამ უარყოფენ, რომ მათი გეგმების შესახებ იცოდნენ. სამ ეჭვმიტანილს დაუსწრებლად ასამართლებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG