Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა საფრანგეთთან სტუმრად ფრედ ითამაშა


საქართველოს ფუტზალის ნაკრები
საქართველოს ფუტზალის ნაკრები

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპი საფრანგეთთან ფრით გახსნა. ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილი გუნდი უძლიერეს მეტოქეს პარიზში დაუპირისპირდა, ოთხი გოლი გაუტანა და ამდენივე გაუშვა.

საქართველოსა და საფრანგეთის ნაკრებების გარდა, ამავე ჯგუფშია რუსეთის ნაკრები. მეოთხე გუნდის ვინაობა კი სომხეთისა და ბულგარეთის პლეი ოფში, დღეს უნდა გაირკვეს.

ევროპირველობის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპი 2021 წლის აპრილამდე გაგრძელდება. თანაჯგუფელები ერთმანეთს ორ-ორჯერ შეხვდებიან - შინ და სტუმრად. ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს რვა ჯგუფის გამარჯვებულები და მეორე ადგილზე გასული ექვსი საუკეთესო შედეგის მქონე ნაკრები უმალ მოიპოვებენ. დარჩენილი ორი მეორეადგილოსანი კი 2021 წლის 14-17 ნოემბერს პლეი ოფში იბრძოლებს ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG