Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამეგრელოს რეგიონში ხანძარია


ხანძრის კერებია ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევთან. თავდაპირველად ხანძარი გაჩნდა ყულევსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭურიას შორის მდებარე დაუსახლებელ ტერიტორიაზე.

ამ კერის ლოკალიზების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ხანძრის კერაა ყულევის მახლობლადაც, სადაც ცეცხლი უკიდია ეკალ-ბარდს და ტყის ქვედა საფარს.

ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებულია ცხრა სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი სამეგრელოს და იმერეთის რეგიონებიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG