ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდ-ცენტრში გარდაიცვალა ამავე საავადმყოფოს ექიმი-ტრავმატოლოგი, 63 წლის შოთა ბერიძე.
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა გია კიკაბიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ შოთა ბერიძე რამდენიმე დღის განმავლობაში კოვიდ-სასტუმროში იმყოფებოდა და საავადმყოფოში 6 დეკემბერს გადაიყვანეს. გია კიკაბიძის ინფორმაციით, პაციენტს ჰქონდა თანხლები დაავადებები, რომელთა ფონზე განვითარდა ფილტვების შეშუპება. ექიმი შოთა ბერიძე 8 დეკემბერს გარდაიცვალა.
აჭარის რეგიონში კორონავირუსით გარდაცვლილია 8 ექიმი და ექთანი.
დაწერეთ კომენტარი