Accessibility links

logo-print logo-print

საქართველოში კორონავირუსის 4700-ზე მეტი ახალი შემთხვევაა


გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 38 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1614-მდე გაიზარდა.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე განახლებული მონაცემებით, გასულ 24 საათში გამოვლენილია კორონავირუსის 4734 შემთხვევა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში გაკეთდა 20 959 PCR და სწრაფი ტესტი.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 174 383 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 3895-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 145 287.

24 საათში ერთხელ აღრიცხული ახალი შემთხვევების და გარდაცვალების ოფიციალური სტატისტიკა დეკემბერში:

1 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 3759. გარდაცვლილი 36;

2 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 4033. გარდაცვლილი 39;

3 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 4260, გარდაცვლილი 45;

4 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 5068. გარდაცვლილი 38;

5 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 5450. გარდაცვლილი 37;

6 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 4321. გარდაცვლილი 42;

7 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 2501. გარდაცვლილი 36;

8 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 4673. გარდაცვლილი 36;

9 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 4734. გარდაცვლილი 38.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG