Accessibility links

site logo site logo

ლიკვიდირებულია ყულევის ნავთობტერმინალისთვის განკუთვნილი რკინიგზის მახლობლად გაჩენილი ხანძარი


მეხანძრე-მაშველებმა ჩააქრეს ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევში გაჩენილი ხანძარი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი წუხელ გაჩნდა ყულევის ნავთობტერმინალის და სატვირთო გადაზიდვებისთვის განკუთვნილი სარკინიგზო მაგისტრალის მიმდებარე ტერიტორიაზე. ცეცხლი ეკიდა ეკალ-ბარდს და შერეული ტყის ქვედა საფარს.

ხანძარს 9 ერთეული სპეციალური ტექნიკით, მთელი ღამის განმავლობაში აქრობდა 60 მეხანძრე-მაშველი. პროცესში ჩართული იყო რკინიგზის სახანძრო შემადგენლობა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG