Accessibility links

logo-print logo-print

ტრამპის იურისტები არ ნებდებიან, უზენაესი სასამართლოს უარის მიუხედავად


აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იურისტთა გუნდი ბრძოლის გაგრძელებას გეგმავს 3 ნოემბერს ჩატარებული არჩევნების შედეგის გასაუქმებლად, მიუხედავად აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებისა, რომელმაც უარყო სარჩელი პენსილვანიაში ჯო ბაიდენის გამარჯვების გაუქმების შესახებ.

უზენაესი სასამართლოს მიერ 8 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილება ძლიერი მარცხი იყო ტრამპის, მისი იურისტებისა და რესპუბლიკელი მოკავშირეების მხრიდან სარჩელების შეტანის გზით გაწეული ძალისხმევისთვის არჩევნების გასაუქმებლად.

სასამართლომ სარჩელი კომენტარის გარეშე უარყო. ეს პირველი იყო ტრამპის გუნდის მიერ შეტანილი ათობით სარჩელიდან, რომელმაც სასამართლოს უმაღლეს ინსტანციამდე მიაღწია. თითქმის ყველა სარჩელი მანამდე შედარებით დაბალი ინსტანციის სასამართლოების მიერ იქნა უარყოფილი.

„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, რესპუბლიკელების სარჩელზე უარის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა უზენაესი სასამართლოს ყველა წევრმა, მათ შორის, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დანიშნულმა სამმა კონსერვატორმა მოსამართლემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG