Accessibility links

logo-print logo-print

თელავში აქციის მონაწილეები კარვებში ღამეს ათენებენ


აქციის 20-მდე მონაწილემ გადაწყვიტა ​თელავში, ვაჟა ფშაველას სახელობის დრამატული თეატრის წინ გაშლილ ორ კარავში ღამის გათენება. თეატრთან ორი კარავია გაშლილი.

სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულს უწოდებენ და ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. ასევე აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, ცესკო-ს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადადგომა.

აქციის მონაწილეებს მოლოდინი ჰქონდათ, რომ კომენდანტის სათის ამოქმედების შემდეგ პოლიციელები მათ კარვის დაშლას მოსთხოვდა და დააჯარიმებდნენ, თუმცა თავადვე ამბობენ, რომ მათ სამართალდამცავებთან კომუნიკაცია ჰქონდათ და არ იგეგმება არც კარვის აღება და არც მათი დაჯარიმება. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

აქცია პოლიტიკური მოთხოვნებით, თელავის თეატრთან მეექვსე დღეა მიმდინარეობს, თუმცა დღეს ღამით, პირველად დარჩნენ მონაწილეები კარავში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG