Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უეფას წილისყრაზე გაირკვა საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეთა ვინაობა


შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბბინაში 17 და 19-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებების ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა და უკვე ცნობილია საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეთა ვინაობა.

17-წლამდელთა ნაკრები პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში ჯგუფში დაუპირისპირდება უნგრეთს, ისლანდიასა და ესტონეთს, 19-წლამდელებს კი ჯგუფურ ეტაპზე მეტოქეებად ნორვეგია, უელსი და კოსოვო ერგოთ.

უმცროსი ასაკობრივი ჯგუფის თამაშები მომავალ წელს ივლისიდან ნოემბრის ჩათვლით გაიმართება, შედარებით უფროსებში კი - აგვისტო-ნოემბერში. ელიტ-რაუნდის საგზურებს პირველ და მეორე ადგილებზე გასული აბსოლუტურად ყველა და რამდენიმე მესამეადგილოსანი ნაკრები მოიპოვებს.

17-წლამდელთა ევროპირველობა 2022 წლის გაზაფხულის ბოლოს ისრაელში გაიმართება, 19-წლამდელთა ფინალური ეტაპის მასპინძელი კი სლოვაკეთი იქნება იმავე წლის ზაფხულში

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG