Accessibility links

site logo site logo

კვლავ 2 ათასს გადააჭარბა თბილისში ინფიცირების მაჩვენებელმა


ბოლო დღე-ღამეში საქართველოში დაფიქსირებული 4 570 ახალი შემთხვევიდან უდიდესი ნაწილი კვლავ თბილისზე და იმერეთზე მოდის. ამავდროულად, კლების ტენდენცია ნარჩუნდება აჭარაში.

რეგიონების მიხედვით ინფიცირების მაჩვენებელი ასე გადანაწილდა:

  • თბილისი - 2 06;
  • აჭარა - 331;
  • იმერეთი - 708;
  • ქვემო ქართლი - 352;
  • შიდა ქართლი - 214;
  • გურია - 72;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 325;
  • კახეთი - 272;
  • მცხეთა-მთიანეთი - 133;
  • სამცხე-ჯავახეთი-75;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 21.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, 4 570 ახალი შემთხვევა გასულ 24 საათში ჩატარებულმა 19 636 PCR და სწრაფი ტესტმა გამოავლინა.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 178 953 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 3 045-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 148 332.

გასული 24 საათში განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 43 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1 657-მდე გაიზარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG