Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"არა ნამახვანი ჰესს და ონის კასკადს"-მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გაიმართა


ნამახვანისა და ონის კასკადური ჰესების მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადების მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორი იყო სამოქალაქო ინიციატივა სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის, რომლის გარშემოც ერთიანდებიან „მწვანეები“, დამოუკიდებელი სამოქალაქო აქტივისტები, ეკოლოგიასა და გარემოსდაცვაზე მომუშავე პროფესიონალები.

"ეკოლოგია უალტერნატივოა", "გაუფრთხილდით ბუნებას", "მწვანე ავტობუსი არ ნიშნავს მწვანე პოლიტიკას", "არა დამანგრეველ ჰესებს", "არა ნამახვან ჰესს და ონის კასკადს", - ამ სლოგანებით სამოქალაქო აქტივისტებმა გამოხატეს პროტესტი და მოითხოვეს, რომ როგორც ონისა და ნამახვანის კასკადური ჰესების მშენებლობა, ისე ქვეყნის ენერგპოლიტიკა საჯარო განხილვის საგანი გახდეს.

1. შეწყდეს მდინარე რიონზე დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურების-ონისა და ნამახვანის ჰესების მშენებლობა

2. დაუყოვნებლივ შეიქმნას რაჭის ეროვნული პარკი, სადაც სხვა ეკოსისტემებთან ერთად, დაცული იქნება მდინარე რიონი და მისი შენაკადები

3. საქართველოს მთავრობამ შეწყვიტოს საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში რისკის შემცველი პროექტების განხორციელება, რომლებიც საფრთხეს უქმნის ბუნებრივ ეკოსისტემებს, მდინარეებს და აფერხებს მაღალმთიანი რეგიონების მდგრად განვითარებას

4. გასაჯაროვდეს ჰიდროელექტროსადგურებზე გაფორმებული ხელშეკრულებები

5. გამოცხადდეს მორატორიუმი ჰიდროენერგეტიკულ პროექტებზე მინიმუმ 5 წლით

6. ენერგეტიკის სექტორში არსებული გამოწვევები გახდეს საყოველთაო მსჯელობის საგანი

7. მომზადდეს ენერგეტიკის სტრატეგიული განვითარების გეგმა.

ამ მოთხოვნებით მთავრობის ადმინისტრაციაში აქციის მონაწილეებმა სპეციალური წერილი ჩააბარეს. ისინი აღნიშნავენ, რომ მეგა-ჰესების მშენებლობა საფუძველშივე ეწინააღმდეგება ქვეყნის მდგრადი ეკოლოგიური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნებს.

ონის რაიონში, მდინარე რიონზე, 206.1 მგვტ სიმძლავრის “ონის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის” მშენებლობა მიმდინარეობს. ნამახვანის ჰესების კასკადი კი ორ ჰესს მოიცავს: „ტვიში ჰესი“, 100 მგვტ დადგმული სიმძლავრით, და „ქვედა ნამახვანის ჰესი“, 333 მგვტ დადგმული სიმძლავრით. „ტვიში ჰესისთვის“ 1000 ჰექტარი ტერიტორია დაიტბორება და მდინარე რიონზე 56 მეტრი სიმაღლის კაშხალი აშენდება; „ქვედა ნამახვანის ჰესისთვის“ 105 მეტრი სიმაღლის კაშხლის მშენებლობაა დაგეგმილი მდინარე რიონის ხეობაში. ჰესების მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG