Accessibility links

logo-print logo-print

5-წუთიანი ფილმების კონკურსში სამი გამარჯვებული გამოვლინდა


"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" და რადიო თავისუფლების მიერ ორგანიზებული 5-წუთიანი ფილმების კონკურსის 12 ფინალისტიდან სამი გამარჯვებული გამოვლინდა.

როგორც ჟიურის წევრი, რეჟისორი ქეთი მაჭავარიანი ამბობს , შარშანდელთან შედარებით წლევანდელი ნამუშევრებს მხატრული ღირებულება უფრო მაღალი იყო, თუმცა პრიორიტეტი ენიჭება ისეთ პროექტებს, სადაც მხატვრულ ღირებულებასთან ერთად სათქმელიც ნათლად არის გამოხატული.

„ სამივე გამარჯვებული ფილმი განსხვავებულია და სხვადასხვანაირად ჰყვება ამბავს კორუფციის ფორმების შესახებ, რაც ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია და გამარჯვებულების შერჩევისას ჟიური და შესარჩევი კომისია ერთსულოვანი იყო.“

საპრიზო ადგილები კი ასე განაწილდა:

  • პირველი ადგილი და 15 000 ლარი მიიღო დავით შეყრილაძემ ფილმისთვის „ცათამბჯენი“
  • მეორე საპრიზო ადგილი და 8 000 ლარი გადაეცა გიორგი ხარაძეს ფილმისთვის „გადამცემი“
  • მესამე ადგილი და 5000 ლარი კი მიიღო ნიკა ციმაკურიძემ ფილმისთვის „ბაბუ„
    დავით შეყრილაძემ 5-წუთიანი ანიმაციის შექმნაზე სამ თვეს იმუშავა და ფილმით გადმოსცა კორუფციული სქემა, რომელიც საბოლოოდ დამღუპველი ხდება ყველასთვის ვინც ჩართულია ამ პროცესში.

„ თავიდან როცა კონკურსის განაცხადი ვნახე, არც ვაპირებდი პროექტის გაკეთებას, რადგან წარმოუდგენელი იყო 5 წუთში როგორ ჩამეტია კორუფციის ამბავი,ძირითადი გამოწვევა ეს იყო.

ვეცადე კორუფციონერების თვალითაც დამენახა სიტუაცია. მგონი, რომ გაცნობიერებული არ ქვთ თავისი მოკლევადიანი მიზნების დაკმაყოფილებით რა სავალალო შედეგი შეიძლება დადგეს. რადგან საბოლოოს კორუფციას დანგრევისკენ მიჰყავს ყველაერი.“- ამბობს დავით შეყილაძე

პროექტი მეორე წელია ხორციელდება და მისი მიზანია კორუფციის არსზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, სწორი ინფორმაციის გავრცელება კორუფციის ფორმებისა და მასთან ბრძოლის ხერხების შესახებ.

ფინალში გასული ყველა ფილმი შეგიძლიათ იხილოთ რადიო თავისუფლების ვებსაიტზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG