Accessibility links

site logo site logo

"ლელო" საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს და ცესკოდან სიას გამოიწვევს


"ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ პარტია უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე. ამის შესახებ მან პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხდა.

"ახლა გვაქვს მოცემულობა, მხოლოდ ერთი პარტია აღიარებს 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს - ეს არის "ქართული ოცნება", დანარჩენი, ყველა ოპოზიციური პარტია აცხადებს, რომ ის ჩატარდა დიდი დარღვევებით. ჩვენ თუ ამას არ შევეწინააღმდეგებით, შემდეგი არჩევნებზეც ანალოგიურ დარღვევებს მივიღებთ. ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება გამოვიწვიოთ სია და უარი ვთქვათ მანდატებზე", - თქვა ამავე პარტიის კიდევ ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ და დასძინა, რომ აპირებენ მმართველ პარტიასთან დიალოგის გაგრძელებას.

პარტია პარლამენტში 4 მანდატით იყო წარმოდგენილი.

"ლელომდე" მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთა "სტრატეგია აღმაშენებელმაც".

"ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა აღარ გაახანგრძლივოს მანდატების დათმობის პროცედურა და ყველა იმ პირს დაუკმაყოფილოს, რომელიც შესაბამისი განცხადებით მიმართავს პარლამენტს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG